რაიან გიგზმა უელსის ნაკრები ჩაიბარა
Aa
Aa

რაიან გიგზმა უელსის ნაკრები ჩაიბარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზი, უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

გიგზი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„ამაყი ვარ იმით, რომ უელსის ნაკრების გაწვრთნის საშუალება მეძლევა. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა ნაკრებს სავარჯიშოდ გავიყვან.

ჩვენი ამოცანა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება“.

რაიან გიგზი ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თუმცა დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები