ახალი კონტრაქტი მერტენსს
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი მერტენსს

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა დრის მერტენსისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

ბელგიელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის, ფეხბურთელის ხელფასი კი 3.5 მილიონი ევროა.

ყველაზე ნიშანდობლივი გამოსასყიდი თანხაა, რომელიც სულ რაღაც 28 მილიონი ევროა.

იტალიური პრესა წერს, რომ „პარტენოპეის“ ბოსები მერტენსს წლიურად 5 მილიონ ევროს ჰპირდებიან, ამასთანავე მისი გამოსასყიდი თანხის გაზრდას გეგმავენ.

დრის მერტენსი ბოლო წლებში ნეაპოლელთა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. მან სერია A-ს გასულ სეზონში 28 გოლი გაიტანა, წელს კი აქტივში 10 ზუსტი დარტყმა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები