რას გადაწყვეტს გორეცკა?
Aa
Aa

რას გადაწყვეტს გორეცკა?

გერმანული პრესის ცნობით, ლეონ გორეცკა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

22 წლის ნახევარმცველს „შალკესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მის მიმართ ინტერესს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ იჩენენ.

მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, რომ ასეთი კლუბების ინტერესის გამო, გორეცკას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას და მისი მდგომარეობა სრულიად გასაგებია.

ლეონ გორეცკას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი.

იგი „შალკეს“ რიგებში 2013 წელს „ბოხუმიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები