Aa
Aa

"რეალი" და ნეიმარი - რას სთავაზობს პერესი "პსჟ"-ს? წინადადება ზღაპრულია

ბოლო დღეებში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ მადრიდის "რეალი" ნეიმარის გადასაბირებლად ყველაფერზეა წამსვლელი.

მართალია "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით მადრიდელებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ, რომლებიც ნეიმარში 500 მილიონსაც იხდიან, თუმცა მაინც ძნელად დასაჯერებელია, რომ დღევანდელ დღეს ერთ ფეხბურთელში ვინმემ ამდენი გადაიხადოს.

როგორც ცნობილია, მადრიდელები მზად არიან მოლაპარაკებებში კრიშტიანო რონალდუც ჩართონ.

ესპანურ პრესაში დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, "რეალი" ნეიმარის სანაცვლოდ რონალდუსთან ერთად 100 მილიონ ევროსაც ჩამოდის.

რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ისინი არცერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავენ, "პსჟ" კი ამ ფასად ბრაზილიელს არ შეელება. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებებში ესპანელებმა რონალდუ ჩართეს.

ჯერჯერობით, ინფორმაცია არ დასტურდება და მის შესახებ კომენტარიც არავის გაუკეთებია, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ზაფხულში მთავარი სალაპარაკო და განსახილველი თემა კვლავ ნეიმარის ტრანსფერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები