ალესიო რომანიოლი „მილანის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

ალესიო რომანიოლი „მილანის“ ფეხბურთელია

როგორც „მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, კლუბმა „რომადან“ ცენტრალური მცველი ალესიო რომანიოლი შეიძინა. „როსონერი“ გარიგების დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავ-წითლებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხოლო თუ „მილანმა“ მომდევნო სეზონში სკუდეტოს მოპოვება შეძლო, ეს თანხა შესაძლოა კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს.

"მე აქ ვარ რათა დავეხმარო „მილანს“ წამყვანი პოზიციების დაბრუნებაში. რუდი გარსიას ჩემი შენარჩუნება სურდა, თუმცა ჩემი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ „როსონერის“ მაისურის მორგება იყო. 46 ნომრით თამაში ძალიან მომწონს, ვალენტინო როსის საპატივცემულოდ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი არჩევანი 13 ნომრიანი მაისურით თამაში იქნება. ნესტა? მის დონემდე მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. მესმის, რომ ჩემს მიმართ მოლოდინი საგრძნობლად გაიზარდა და ვეცდები ჩემს მიმართ გაცემული ავანსები გავამართლო. მშვიდად და აუღელვებლად ვიმუშავებ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემეძლება. ახლა ნაკრებზე არ ვფიქრობ და მთლიანად გუნდზე ვარ კონცენტრირებული. საბოლოოდ ვთვლი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვითამაშებ“ - განაცხადა რომანიოლიმ

ალესიო რომანიოლი მიმდინარე ზაფხულს „მილანის“ რიგით მეოთხე ძვირადღირებული შენაძენია. მანამდე „როსონერიმ“ ანდრეა ბერტოლაჩი, კარლოს ბაკა და ლუის ადრიანო დაიმატა. საერთო ჯამში კი, იტალიური გრანდის დანახარჯი 83 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები