ოფიციალურად: ბათუმის
Aa
Aa

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" გია გეგუჩაძე გაწვრთნის

გია გეგუჩაძე ბათუმის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელია. გეგუჩაძე დინამოს 14 იანვრიდან გაუძღვება.

გასული სეზონი შედეგების მიხედვით დინამო ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა, პირველი მარტიდან კი გუნდი ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით ჩაებმება. 

გია გეგუჩაძემ ლიდერსპორტთან საუბარში შემდეგი განცხადება გააკეთა: „დიახ, ბათუმელთა ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბათუმის „დინამოში“ ვმუშაობ! ოფიციალურ კონტრაქტს დღეს - ხვალ გავაფორმებთ, საქმეს კი მომავალი კვირიდან შევუდგები. მთლიანად ბათუმური საფეხბურთო მეურნეობის სრულყოფილად გამართვაზეა სააუბარი - პირველი გუნდი, ასაკობრივი გუნდები, აკადემია, ბაზა, სტადიონი... მოკლედ, ყველაფერი ერთ სისტემაში მოექცევა და ვიმედოვნებ, ჩანაფიქრს მალე და ხარისხიანად შევასრულებთ“.

dinamobatumi.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები