უნაი ემერი: საკუთარი გუნდით ვამაყობ
Aa
Aa

უნაი ემერი: საკუთარი გუნდით ვამაყობ

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გუშინდელი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი კატალონიის „ბარსელონასთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

„არ ვიცი ჩავთვალო თუ არა შედეგი დამაკმაყოფილებლად, რადგან გვქონდა იმის შანსი, რომ ტკბილი მოგვონებები დაგვეტოვებინა ჩვენთვის. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, გუნდმა დაიმსახურა გამარჯვება. თუ გასულ სეზონში მოვახერხეთ „ჩემპიონთა ლიგაზე“ და უეფას სუპერთასზე მოხვედრა, მაშინ უნდა გამოვცადოთ საკუთარი თავი, გავიზარდოთ, ვიბრძოლოთ და ვნახოთ რას მივაღწევთ. დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით და მიუხედავად მარცხისა, ვამაყობთ საკუთარი გუნდით. ეს „სევილიას“ ოპტიმისტური ნიშანია, აგრეთვე სიგნალი მეტოქეებისთვის, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია“ – განაცხადა უნაი ემერიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები