„ბარსელონამ“ „მილანის“ რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

„ბარსელონამ“ „მილანის“ რეკორდი გაიმეორა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ თბილისში ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და სუპერთასის მიგება მეხუთედ მოახერხეს. ამ მაჩვენებლით კი, ისინი იტალიურ „მილანს“ გაუთანაბრდნენ, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ასევე 5-ჯერ აქვს მოგებული. კატალონიელებს აღნიშნული ტიტული 1992,  1997, 2009 და 2011 წლებში აქვთ მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერ თასი ინგლისურ „ლივერპულს“ სამჯერ აქვს მოგებული. მადრიდის „რეალის“, „აიაქსის“, „ანდერლეხტის“, „ვალენსიას“ და „ატლეტიკოს“ აქტივში კი ორი სუპერ თასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები