Aa
Aa

"მანჩესტერი" ასენსიოს შეძენას შეეცდება

Don Balon-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „რეალის“ რიგით მეორე მოთამაშეს აკვირდება. საუბარია მარკოს ასენსიოზე.

ესპანელი შემტევის დამატება „წითელ ეშმაკებს“ ზაფხულში სურთ. ასენსიოს „რეალში“ სათამაშო პრაქტიკა იმდენი არ აქვს რამდენიც თავად სურს. ამის გარანტიას კი ფეხბურთელს „იუნაიტედი“ აძლევს.

როგორც ცნობილია, „წითელი ეშმაკები“ გარეთ ბეილის გადაბირებით ინტერესდებიან და მასთან მოლაპრაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებენ.

თუ, ბეილის ზაფხულში გაშვება პერესმა უკვე გადაწყვიტა, საპირისპირო ვითარებაა ასენსიოს შემთხვევაში. „რეალის“ პრეზიდენტი მას გუნდის მომავალ ლიდერთა შორის მოიაზრებს.

ასენსიოს გადაბირებით ასევე „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდება, თუმცა სამეფო კლუბის პოზიცია მყარი და უცვლელია - ესპანელი არ იყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები