Aa
Aa

"მანჩესტერი" ზლატანს უშვებს

Yahoo Sport-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაშვებას გეგმავს.

36 წლის იბრას სავარაუდო ნავთსაყუდელად ამერიკული MLS-ი სახელდება, თუმცა ზლატანს შემოთავაზებები ჩინეთიდანაც აქვს.

უმძიმესი ტრავმის შემდეგ, შვედი ფორვარდი მოედანს ერთი თვის წინ დაუბრუნდა, თუმცა სასურველ ფორმაში ჯერაც არ იმყოფება და მას ძირითადად თამაში ცვლილებაზე უწევს.

"იუნაიტედი" იბრას შემცვლელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძენს.

შეგახსენებთ, რომ „იბრაკადაბრა“ “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 53 შეხვედრაში 29 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები