ლუის ენრიკე: მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო
Aa
Aa

ლუის ენრიკე: მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თბილისში გასამართ სუპერთასის შეხვედრას სულმოუთქმელად ელოდება. გასული სეზონის ტრიუმფატორი, სეზონის პირველი ტიტულის მოგებას ხორდი ალბას და ნეიმარის გარეშე ეცდება.

„ჩვენ გველოდება პირველი ოფიციალური მატჩი სეზონში და ეს ჩინებული შანსია, რათა შევამოწმოთ ჩვენი მდგომარეობა. ნამდვილ ჩემპიონებს შევხვდებით. მატჩი ტიტულისთვის – ეს გამოცდაა და მას ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებით, როგორც დანარჩენ შეხვედრებს. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და მოვიპოვებთ თუ არა გამარჯვებას. ჩემთვის სულ ერთია, გვთვლიან ფავორიტებად თუ არა. მინდორზე უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესნი ვართ. ვიცით, რომ „სევილია“ ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომლის დამარცხებაც ყოველთვის რთულია. ძალიან მიხარია, რომ სუპერთასისთვის მატჩში ვიღებთ მონაწილეობას. ვიცით, რომ საჭიროა ძალიან კარგად თამაში თუ გამარჯვების მოპოვება გვსურს. „სევილიას“ უფრო ცოტა მოთამაშე ჰყავს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ ორივე გუნდს მოუწევს საკადრო პრობლემების აღმოფქვრა. თუმცა, ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. "სევილიამ" ბევრი ტრანსფერი განახორციელა და მწვრთნელისთვის არ იქნება მარტივი ახალწვეულების ათამაშება. ჩვენთან კი ბევრი არაფერი შეცვლილა გასული სეზონის შემდეგ. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ ტიტულს იგებ, მით უკეთესი. ჩვენს რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია რეკორდის დამყარება – რაც ძალიან კარგია, რადგან ვიღებთ შანსს, რომ კვლავ შევიდეთ ისტორიაში. ყველაფერ გვაქვს იმისათვის, რომ მოვიგოთ ეს ტიტული და ასეც უნდა მოვიქცეთ" – განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები