ვინ არის კრისტიან პავონი?
Aa
Aa

ვინ არის კრისტიან პავონი? "არსენალი", "ლივერპული" და "სიტი" - ბრძოლა დაიწყო

Daily Mail-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის 3 გრანდი „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ „ბოკა ხუნიორსის“ ახალგაზრდა ფორვარდით კრისტიან პავონით ინტერესდება.

21 წლის არგენტინელი ფორვარდის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ აქვს, რომელიც პავონის გამოსასყიდი თანხის 27 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზადაა.

„მეთოფეები“ ალექსის სანჩესის შემცვლელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

პავონი ინდივიდუალისტია და მას შეტევაში ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

„ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას ის 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 60 შეხვედრაში 17 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები