ემერი:
Aa
Aa

ემერი: "მერვედფინალისთვის "რეალი" გაცილებით ძლიერი იქნება"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, პრესასთან მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირსპირებაზე ისაუბრა.

"გასაკვირია, რომ იანვრისთვის "ბარსელონა" "რეალს" უკვე 16 ქულით უსწრებს. მადრიდელთათვის მე-4 პოზიცია უჩვეულოა. ფეხბურთი ასეთია და სპორტის ამ სახეობაში მოულოდნელობები ხშირია.

მიმაჩნია, რომ "რეალის" დღევანდელი მდგომარეობა დროებითია. "ელ კლასიკოს" წაგების შემდეგ, ისინი მთელს ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანენ. მადრიდელებს გარეთ ბეილი დაუბრუნდათ. ის უმარლესი დონის მოთამაშეა და სამეფო კლუბი უელსელთან ერთად გაცილებით სახიფათო იქნება.

მერვედფინალისთვის "რეალი" გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის."

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „პსჟ“ 14 თებერვალს მადრიდში ითამაშებენ, ხოლო 6 მარტს უკვე პარიზში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები