კოუტინიო
Aa
Aa

კოუტინიო "ბარსელონაში" ლეგენდარული ნომრით ითამაშებს

Sky Sports-ის ინფორმაციით, 160 მილიონ ევროდ შეძენილმა ფელიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" თავისი სათამაშო ნომერი აირჩია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსას" 14 ნომრიან მაისურს მოირგებს.

როგორც მოგეხსენებათ, 14 ნომერი დღემდე ხავიერ მასკერანოს ეკუთვნოდა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელის "ბარსელონადან" უკვე გადაწყვეტილია.

მიუხედავად მასკერანოს უდიდესი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონისა, "ბარსელონაში" 14 ნომერი ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ ფელიპე კოუტინიო "ლივერპულში" 10 ნომრით თამაშობდა, თუმცა "ბლაუგრანაში" ეს ნომერი ვისაც ეკუთვნის ყველამ კარგად იცის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები