რიბერი:
Aa
Aa

რიბერი: "2013 წელს ოქროს ბურთი მომპარეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა შემტევმა ფრენკ რიბერიმ პრესასთან საუბრისას 2013 წელი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ოქროს ბურთი მოპარეს.

"ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თითქოს ჯილდო მომპარეს. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში ხალხის ნაწილი მხარდაჭერას მიცხადებდა, მაგრამ არა მთელი საფრანგეთი. ჩემი თანამემამულეები რონალდუს საჯაროდ უჭერდნენ მხარს. როგორ გგონიათ, პორტუგალიაში რომელიმე ადამიანი მე ან მესის, რონალდუზე წინ დააყენებდა? რა თქმა უნდა, არა. 2013 წელს ყველაფერი მოვიგე და ვთვლი, რომ ტიტულს ვიმსახურებდი".

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "ბაიერნმა" ტრიპლეტი შეასრულა. ჰაინკესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები