HITC:
Aa
Aa

HITC: "ტოტენჰემი" გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას გეგმავს, ქართველით "ბაიერნიც" ინტერესდება

HITC-ი ქართველი ქომაგებისთვის სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს თქმით, ლონდონის "ტოტენჰემი" ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას გეგმავს.

"ტოტენჰემი" ქართველი ფეხბურთელის შეძენას 5 მილიონ ფუნტად ამ თვეში აპირებს.

ლონდონელები ჩაკვეტაძეში მომავლის პერსპექტივას ხედავენ და გეგმავენ, რომ იანვრის პირველი შენაძენი სწორედ ის გახდეს.

ვებ გვერდი წერს, რომ ჩაკვეტაძემ ამ სეზონში "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში სულ 3 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ ტალანტად ითვლება.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თბილისის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი კრეატიულობითა და დიდი ფანტაზიის უნარით გამოირჩევა.

ჩაკვეტაძეს "ტოტენჰემში" გადასვლის შემთხვევაში ისეთი კონკურენტების წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, როგორებიც კრისტიან ერიკსენი, დელე ალი და ერიკ ლამელა არიან.

წყაროს ცნობით, ლონდონელებს მიუნხენის "ბაიერნის" ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რადგან ქართველი ტალანტით "რეკორდმაისტერიც" ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები