გრძელდება - მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

გრძელდება - მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის მე-18 ტურში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.

ხსენებულ შეხვედრაში თავისი მორიგი გოლი გაიტანა "ბარსას" ატიანმა ლეო მესიმ, რომელმაც მორიგი რეკორდი დაამყარა.

ლეომ ლა ლიგაში 365-ე გოლი გაიტანა და ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა.

"ბაიერნის" ლეგენდამ 365 გოლის გატანა 427 შეხვედრაში შეძლო, ხოლო მესის ამისთვის 400 მატჩი დასჭირდა.

აქვე გეტყვით, რომ მესის "ბარსას" მაისურით ლა ლიგის 400 მატჩში 365 გოლთან ერთად 144 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები