„არსენალმა“ გნაბრი „ვესტ ბრომვიჩში“ გაანათხოვრა
Aa
Aa

„არსენალმა“ გნაბრი „ვესტ ბრომვიჩში“ გაანათხოვრა

ლონდონისარსენალისახალგაზრდა, საკმაოდ ნიჭიერი შემტევი, სერჟ გნაბრი მომდევნო სეზონს იჯარის წესით ვესტ ბრომვიჩშიგაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 20 წლის გერმანელისთვის ეს შეთანხმება სასარგებლოა, რადგან მას ახალ კლუბში გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება და ამ ფაქტით თავადაც მოხარულია.

 

„მოხარული ვარ, რომ შედგა ეს ტრანსფერი. ვხედავ შესაძლებლობას, რომ შემიძლია თამაში. ეს კარგი კლუბია, რომლის შესახებაც ბევრი კარგი რამ მსმენია. შესანიშნავი განწყობა მაქვს და მინდა, რომ როგორც ფეხბურთელი, კიდევ უფრო განვვითარდე“ - განაცხადა გნაბრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები