Aa
Aa

"მანჩესტერი" "ბორდოს" ბრაზილიელ ტალანტს ყიდულობს

Goal-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორდოს" 20 წლის ბრაზილიელი შემტევის მალკოლმის ტრანსფერს მალე დაადასტურებს.

წყარო წერს, რომ ახალგაზრდა გარემარბმა მანჩესტერში უკვე საცხოვრებელი სახლიც შეარჩია.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 40 მილიონი ფუნტი სახელდება.

მალკოლმმა გრანდების ყურადღება წლევანდელ სეზონში მიიპყრო, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, თუმცა ჰაინკესმა იანვარში ტრანსფერების განხორციელება გამორიცხა და ამით "იუნაიტედს" მოლაპარაკებები გაუმარტივა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები