პრემიერლიგაში მოთამაშე ყოფილი მეკარე ახალი წლის ღამეს ოჯახში გარდაიცვალა
Aa
Aa

პრემიერლიგაში მოთამაშე ყოფილი მეკარე ახალი წლის ღამეს ოჯახში გარდაიცვალა

ბირმინჰემის "ასტონ ვილასა" და "ვესტ ბრომვიჩის" ყოფილი გოლკიპერი დერეკ დადლი 47 წლის ასაკში ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა.

დადლი ბოლო წლებში ღვიძლის დაავადებას ებრძოდა და 31 იანვრის ღამეს, ის საკუთარ ოჯახში გარდაიცვალა.

დადლის, მეუღლე ჰელენი და ორი შვილი დარჩა - 13 წლის დენიელი და 11 წლის ელიზაბეტი.

დერეკ დადლი თავისი კარიერის განმავლობაში 1984-1988 წლებში "ასტონ ვილას" ღირსებას იცავდა. შემდეგ იყო "ვესტ ბრომვიჩი" და ქვედა ლიგის გუნდები.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის ატერსტონში სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად იქამდე მუშაობდა, სანამ მისმა დაავადებამ თავი არ იჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები