Aa
Aa

"ვალენსიამ" თავდასხმა გააძლიერა

"ვალენსიამ" ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა. "ღამურებმა" მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტო დაიმატეს.

ინფორმაციას "ვალენსიას" ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიეტო "მესტალიაზე" იჯარის წესით ითამაშებს.

როგორც 24 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, გარიგების დროს მთავარი როლი მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა.

როგორც მოგეხსენებათ, 2014-2015 წლების სეზონში, ვიეტო "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც "ვალენსიას" ამჟამინდელი თავკაცი მარსელინიო გარსია ტორალი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები