მანე:
Aa
Aa

მანე: "15 წლის ასაკში სახლიდან გავიქეცი"..."ჩემს ოჯახს არ უნდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა"

„ლივერპულის“ სენეგალელმა ლეგიონერმა სადიო მანემ, „მერსისაიდული“ კლუბის ტელეარხთან ინტერვიუს დროს, ბავშვობა გაიხსენა და მოყვა, თუ როგორ გაიქცა სახლიდან 15 წლის ასაკში.

როცა ჩემს მშობლებს გავუმხილე, რომ ფეხბურთელობა მსურდა ისინი არ დამეთანხმნენ და ჩემს წინააღმდეგ წავიდნენ. ერთ დღესაც ბარგი ჩავალაგე, დაველაპარაკე ერთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მამად მიმაჩნდა. მას ვუთხარი, რომ დაკარში წასვლა მსურდა და ამისთვის ფული მჭირდებოდა, რომელიც მას უნდა მოეცა.

წასვლის შესახებ არც დედას და არც ბიძას არაფერი ვუთხარი. მეგობარმა ფული მომცა და მეც წავედი. 1 კვირის განმავლობაში არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად ვიყავი. დედა პანიკაში ჩავარდა, ის ყველას ურეკავდა და ამის შემდეგ, ჩემი მეგობარი იძულებული გახდა, რომ მათთვის ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ გაემხილა.

შემდეგ, ოჯახმა ჩემი უფროსი ძმა გამოაგზავნა, რომ მას სახლში დავებრუნებინე. მათგან არავის სჯეროდა, რომ ოდესმე ფეხბურთს ვითამაშებდი.“

მას შემდეგ, რაც მანე სახლში დააბრუნეს, მან სკოლა დაამთავრა და შემდეგ, ოჯახისგან თანხმობა მიიღო - სადიოს ფეხბურთის თამაშის უფლება მისცეს.

მანემ თამაში დაკარში დაიწყო, სადაც ის ფრანგული კლუბის „მეცის“ სკაუტებმა შეამჩნიეს. 19 წლის ასაკში სადიო ევროპაში გაემგზავრა. მიუხედავად ყველაფრისა, მას დედასთან მაინც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

„დედას ყოველ დღე ვესაუბრები. ერთხელ, „საუთჰემპტონში“ თამაშისას, ბიძაჩემმა ის მატჩის საყურებლად მოიყვანა, თუმცა მან მოედანი 2 წუთში დატოვა. დედას ფეხბურთის ყურება უყვარს, მაგრამ როცა მე ვთამაშობ, ის არასდროს უყურებს მატჩს“.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მანე კარიერის განმავლობაში „მეცის“, „ზალცბურგისა“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა. დღეს კი ის „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერია.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები