ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.

ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა, თანაც მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 1:6 3:6.

ჩვენებური პარალელურად წყვილთა თანრიგში ავსტრიელ ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან ერთად ასპარეზობდა და იქაც დამარცხდა.

ქართულ-ავსტრიულმა წყვილმა, ფელისიანო ლოპესისა და რაიეევ რამის დუეტთან 2:6 2:6 წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. მელბურნში გასამართი გათამაშება 15 იანვარს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები