Aa
Aa

"რეალის" მორიგი სუპერწინადადება "ტოტენჰემს"!

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიზნის დასახვას და შემდეგ მის მიღწევას მიჩვეულია.

"ბლანკოსის" ბოსს არ უყვარს, როდესაც თავისთვის სასურველი მოთამაშის დამატებას ვერ ახერხებს. Sport-ის ინფორმაციით, პერესი დანებებას და გაჩერებას არ აპირებს და "ტოტენჰემს" ჰარი კეინის თაობაზე მორიგ სუპერწინადადებას უმზადებს.

წყაროს ცნობით, "რეალი" "დეზებს" 150 მილიონიან წინადადებას უმზადებს, რომელსაც პლიუს გარეთ ბეილიც ემატება.

ლონდონელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამომავლოდ ბეილის დაბრუნებას არ გამორიცხავს.

როგორც ხედავთ, მადრიდელებმა ლონდონელებს საკმაოდ შთამბეჭდავი წინადადებით მიმართეს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ კეინისთვის წლევანდელი სეზონი "ტოტენჰემის" მაისურით უკანასკნელი იქნება. ინგლისელ ფორვარდს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები