კონტე ლუიზსა და ბაჩუაიზე:
Aa
Aa

კონტე ლუიზსა და ბაჩუაიზე: "არ ვაპირებ გუნდში ვინმე ძალით გავაჩერო"

The Telegraph-თან საუბრისას ანტონიო კონტემ ჟურნალისტების მხრიდან დავიდ ლუისისა და მიჩი ბაჩუაის შესახებ დასმულ შეკითხვას ხმამაღალი პასუხი გასცა.

"მეც ფეხბუთელი ვიყავი და რა თქმა უნდა, მესმის რომ მუნდიალზე ასპარეზობა ყველას სურს. ჩემთვის კი მთავარია, რომ მოთამაშეები ბოლომდე დაიხარჯონ და თავდაუზოგავად იშრომონ. არ ვაპირებ გუნდში ვინმე ძალით გავაჩერო. ჩვენი სათადარიგოთა სკამი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ კონკრეტული მოთამაშე მისი შემცვლელის მოყვანის გარეშე გავასხვისო".

როგორც ხედავთ, იტალიელი სპეციალისტი ლუიზისა და ბაჩუაის ტრანსფერზე დაყენების წინააღმდეგი არ არის და ხსენებული მოთამაშეების იანვარში გასხვისება საკმაოდ რეალურია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელის მომავალი ევროპულმა მედიამ, "რეალსა" და "ბარსელონას" რამდენიმეჯერ დაუკავშირა. რაც შეეხება ბელგიელ ფორვარდს, მას წინადადებები ძირითადად ინგლისის პრემიერლიგიდან აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები