40 მილიონიანი წინადადება
Aa
Aa

40 მილიონიანი წინადადება "ვილიარეალს" - ბომბარდირი წავა?

ჩინური „ბეიჯინ გუანი“, „ვილიარეალის“ კონგოელ ფორვარდ სედრიკ ბაკამბუს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გამოდის.

ბაკამბუს გამოსასყიდი თანხა სწორედ 40 მილიონი ევროა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას ჩინელები სარფიან კონტრაქტს შესთავაზებენ, ტრანსფერი საკმაოდ ლოგიკურად უნდა ჩაითვალოს.

თუკი 26 წლის ბაკამბუ აღნიშნულ თანხად გაიყიდება, იგი „ვილიარეალის“ ყველაზე ძვირად გასხვისებული ფეხბურთელი გახდება. ამჟამინდელი რეკორდი ერიკ ბაილის ეკუთვნის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 38 მილიონ ევროდ წავიდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ დაახლოებით 1 წლის წინ „ვილიარეალმა“ ჩინურ „ტიანძინ ქუანძინში“ ალეშანდრე პატო გაყიდა.

დავამატოთ ისიც, რომ ბაკამბუ წლევანდელ სეზონში „წყალქვეშა ნავის“ საუკეთესო ბომბარდირია - ლა ლიგაში მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები