ვიქტორ ვალდესმა სოციალური ქსელები გააუქმა
Aa
Aa

ვიქტორ ვალდესმა სოციალური ქსელები გააუქმა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მეკარე ვიქტორ ვალდესმა სოციალური ქსელები გააუქმა.

მისი განცხადებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, უნდა დროის დიდი ნაწილი შვილებთან გაატაროს და მათ აღზრდაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

ვალდესმა საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს, "მიდლსბროდან" წასვლის შემდეგ დაასრულა.

მან კარიერის მანძილზე, "ბარსელონასთან" ერთად არაერთი უპრესტიჟულესი ტიტული მოიგო, მათ შორის 6-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ "ჩემპიონთა ლიგა", 2-ჯერ უეფას სუპერთასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

რაც შეეხება ნაკრებს, ვალდესის ანგარიშზე მსოფლიოსა (2010) და ევროპის (2012) ჩემპიონატის ოქროს მედლებია, თუმცა კლუბისგან განსხვავებით, ის ნაკრებში ძირითადი მეკარე არასდროს ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები