რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "2017 წელი განსაკუთრებული იყო"

კრიშტიანუ რონალდუმ 2017 წელი შეაფასა და მას განსაკუთრებული უწოდა.

"2017 წელი რამდენიმე ასპექტით განსაკუთრებული და წარმატებული იყო. უზარმაზარ წარმატებას მივაღწიე, ბიჭმა, რომელმაც ბურთის გორება მადეირას ქუჩებში დაიწყო.

ეს ყველაფერი ნიჭთან ერთად, უდიდესი შრომის დამსახურებაა, თუმცა ვერაფერს შევძლებდი თანაგუნდელებისა და სრულიად გუნდის პერსონალის გარეშე. ისინი პროფესიონალური კუთხით ძალიან დამეხმარნენ.

მინდა ეს წარმატება ოჯახის წევრებს, მივუძღვნა, რომლებიც ჩემთან არიან როგორც წარმატებისას ასევე გაჭირვებისას. ასევე მეგობრებს, რომელთაც ჩემი ბავშვობიდან სჯეროდათ. მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, კლუბსა და ნაკრებში.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ფანები და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარო. ისინი ჩემი შთამაგონებლები არიან და მაძლიერებენ, რათა ყოველ ახალ გამოწვევას პირისპირ შევხვდე". - თქვა კრიშტიანუმ მადრიდულ AS-თან საუბრისას.

კრიშტიანუ რონალდუმ 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, "ჩემპიონთა ლიგა" და უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო თავად "ჩემპიონთა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირი და რაც მთავარია "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, ეს მის კარიერაში მეხუთედ მოხდა და მოგებული "ოქროს ბურთებით" ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, "ტვიტერზე", "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე", რონალდუს ერთობლივად 300 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, რაც სპორტსმენებში საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები