ბუსკეცი:
Aa
Aa

ბუსკეცი: "ჩემი უფლება, რომ იყოს მსოფლიოში twitter-ის გამოყენებას ავკრძალავდი"

"ბარსელონას" 29 წლის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეცმა Sport-თან საუბრისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელ twitter-ს სიამოვნებით აკრძალავდა.

"ჩემი უფლება, რომ იყოს მსოფლიოში twitter-ის გამოყენებას ავკრძალავდი. ყალბი მომხმარებლის სახელით შესაძლებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ზიანი მიაყენო. ეს მიუღებელია".

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეცი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა სიას მიეკუთვნება, რომლებიც სოციალური ქსელით არ სარგებლობენ.

21-ე საუკუნეში ასეთი დონის პოპულარული ადამიანის მხრიდან, ასეთი საქციელი ნამდვილად მოულოდნელი და უჩვეულოა, თუმცა ამაში ცუდი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები