ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ლივერპულმა" და "ბარსელონამ" საბოლოო შეხვედრა დანიშნეს

ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Express-ის ცნობით, "ლივერპული" და "ბარსელონა" მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ და გადამწყვეტი შეხვედრისთვის თარიღიც დათქვეს - 3 იანვარი.

დღეს კი ESPN-მა იურგენ კლოპის კომენტარი გაავრცელა. გერმანელ სპეციალისტს პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერზე კითხვა დაუსვა, რომელზეც პასუხი ასეთი იყო: "მიუხედავად იმისა, რომ კოუტინიოსთან მჭიდო კავშირი მაქვს, ვფიქრობ, რომ სამუდამო არაფერია. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი".

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2 დღის შემდეგ გაიხსნება. ხუთი დღის შემდეგ, ვნახავთ დასრულდება, თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები