ტოტი:
Aa
Aa

ტოტი: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ეს კრიშტიანუსა და ნეიმარს არ უთხრათ"

„რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი პრესასთან საინტერესო თემებზე საუბრობს.

ტოტის განცხადებით, მისი ამჟამინდელი პრიორიტეტი „ჯალოროსის“ წარმატებაა, რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, იგი ჯერ ამ სამსახურზე არ ფიქრობს.

„ჩემთვის ფეხბურთის ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ფული.

გასულ სეზონამდე კონცენტრირებული ფეხბურთის თამაშზე ვიყავი და ჩემი მიზანი „რომასთან“ ერთად გამარჯვებების მიღწევა იყო, ახლა როლი შევიცვალე, თუმცა მიზანი იგივეა...

ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობაზე არ ვფიქრობ. როცა ამ საქმეს იწყებ, შესაბამისი განწყობა და შთაგონება გჭირდება, რაც ჯერჯერობით არ მაქვს. თუმცა ვნახოთ რა იქნება მომავალში.

თუკი ადრინდელ და დღევანდელ ფეხბურთს შევადარებთ, ცხადია, რომ ადრე ამ სპორტს ბევრად დიდი ვნებით თამაშობდნენ, ახლა კი უფრო მეტად ბიზნესია.

ჩემი აზრით, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ეს კრიშტიანუსა და ნეიმარს არ უთხრათ“.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი ამჟამად „რომას“ დირექტორთა საბჭოში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები