Аэрофлот-ი მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუს ქომაგებზე ბილეთს 5 რუბლად გაყიდის
Aa
Aa

Аэрофлот-ი მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუს ქომაგებზე ბილეთს 5 რუბლად გაყიდის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, “Аэрофлот”-ის წინადადებას მხარი დაუჭირა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ქომაგები სულ რაღაც 5 რუბლად იმგზავრებენ.

"ქომაგებს უფასოდ არ ვამგზავრებთ, უბრალოდ ისინი 5 რუბლად იფრენენ. ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იდეალურად ჩატარდეს".

"რუს გულშემატკივრებს ჩვენი კომპანიის მეშვეობით ნებისმიერ ქალაქში გადავიყვანთ, სადაც კი მატჩი გაიმართება. აჟიოტაჟისა და არეულობის თავიდან ასარიდებლად, ბილეთების გაყიდვას მატჩამდე 3 დღით ადრე დავიწყებთ". - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს.

აღნიშნული ინიციატივა ვლადიმერ პუტინმა დადებითად შეაფასა და კომპანიის ეს ნაბიჯი მოიწონა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები