ჩავი ნეიმარის წასვლაზე:
Aa
Aa

ჩავი ნეიმარის წასვლაზე: "გაოცებული დავრჩი და მას ვკითხე..."

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა Daily Express-თან ინტერვიუში ნეიმარის წასვლის მომენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო.

"მესის ქორწილში ვიყავით, როცა ნეიმარის წასვლის შესახებ გავიგეთ. ჩვენ პირდაპირი საუბარი გვქონდა. ნეიმარმა გვითხრა, რომ მიდიოდა. გაოცებული დავრჩი და მას ვკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი. მან თქვა, რომ წასვლის დრო მოვიდა. ეს იმის გადაწყვეტილება იყო და ჩვენ ყველას პატივი უნდა გვეცა.

ჩვენ ვსაუბრობთ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა საუკეთესოც კი გახდეს. შემიძლია გითხრათ, რომ "ბარსელონას" შეუძლია იმ მოთამაშის წასვლა გადაიტანოს, რომელიც გუნდისთვის დიდ როლს ასრულებდა".

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ და ნეიმარმა ერთად 2 სეზონი ითამაშეს და 2015 წელს ტრებლის მოგება მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები