ParisFans:
Aa
Aa

ParisFans: "პსჟ" და "ბარსელონა" დი მარიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება და გუნდები ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებენ.

ესპანური Sport-ი, ფრანგულ ParisFans-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" და "პსჟ" ანხელ დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" პარიზელებს 45 მილიონ ევროსა და ბონუსების სახით დამატებით 15 მილიონს სთავაზობს.

როგოც მოგეხსენებათ, პარიზელები რამდენიმე მოთამაშის გაყიდვას გეგმავენ, რადგან FIFA-ს ფეარ პლეის წესის დარღვევის საფრთხის წინაშე დგანან. აქედან გამომდინარე ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

დი მარიას წლევანდელ სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შეუმცირდა, რაც რა თქმა უნდა, შემტევი ტრიოს ნეიმარი-მბაპე-კავანის დამსახურებაა.

მოლაპარაკებების შესახებ უახლესი ცნობები რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები