ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ლივერპულმა" ვირჯილ ვან დიიკი შეიძინა

Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულმა" "საუთჰემპტონთან" შეთანხმებას მიაღწია და ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დიიკი გაიფორმა.

"მერსისაიდელებს" ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ვან დიიკის ყოველკვირეული ანაზღაურება 180 ათასი ფუნტი იქნება.

26 წლის ფეხბურთელი "ლივერპულში" 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვან დიიკი "საუთჰემპტონის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. "წმინდანებმა" ის 13 მილიონად შეიძინეს. ჰოლანდიელის ანგარიშზე 80 მატჩში 7 გოლი, 5 ყვითელი ბარათი და ერთიც წითელია.

ვირჯილ ვან დიიკი, რომელიც "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, იურგენ კლოპის განკარგულებაში 1 იანვრიდან იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები