მესიმ
Aa
Aa

მესიმ "ელ კლასიკოში" დაახლოებით 75 წუთი სიარულში გაატარა

ლიონელ მესიმ "რეალის" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ფეხბურთის ერთ-ერთმა სტატისტიკურმა სააგეგენტო B/R Football-მა მისი გადაადგილება შეისწავლა და საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, მესიმ დროის 83.1% მოედანზე სიარულით გადაადგილებას მოანდომა, რაც დაახლოებით 75 წუთია.

დროის 10.8% მან იძუნძულა, 4.95% სწრაფ სირბილში დახარჯა, ხოლო აჩქარება მხოლოდ დროის 1.15%-ში განახორციელა - ეს მონაცემი სათამაშო დროის 1 (!!!) წუთზე ოდნავ მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები