კანტე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
Aa
Aa

კანტე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

გავლენიანმა გამოცემა france football-მა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

აღნიშნული წოდება ლონდონის „ჩელსის“ შუახაზელმა ნგოლო კანტემ მიიღო, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ დაიმსახურა.

კანტეს გარდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები კილიან მბაპე და კარიმ ბენზემა იყვნენ.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის შემდეგ კანტე „არისტოკრატთა“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე წელს გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები