სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

4-დან 3 სამქულიანი და 14 ქულა | მამუკელაშვილმა პრესეზონი შესანიშნავად დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა პრესეზონის პირველი შეხვედრა „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართეს და 107:112 დამარცხდნენ.

„მამუ“ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი და 41 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრაა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი, ერთი ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჰქონდა და ჯულიან ჩემპეინიმ შეხვედრა 22 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. მალაკაი ბრენჰემმა თავი 12 ქულას მოუყარა, ჯერემი სოხანმა და კელდონ ჯონსონმა კი 9 და 8 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „სან ანტონიო“ მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით, 04:00-ზე, ქართულ დერბის ვიხილავთ და მამუკელაშვილის „სპურსი“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი შეხვედრა „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს 9 წუთი დაუთმეს - ორლანდომ მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაიწყო
ბითაძეს 9 წუთი დაუთმეს - ორლანდომ მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაიწყო