თურანი
Aa
Aa

თურანი "ბარსას" ტოვებს

Marca-ს ინფორმაციით, არდა თურანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონას“ დატოვებს.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, თურანი უახლოეს დღეებში კონტრაქტს „ბეშიქთაშთან“ გააფორმებს და მის სანაცვლოდ „ბარსა“ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც მოგეხსენებათ, არდას კარიერა „ბეშიქთაშის“ მოსისხლე მტერში „გალათასარაიში“ დაიწყო და ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მოელის თურანს სტამბოლური დერბის დროს.

შეგახსენებთ, რომ არდა თურანი „ბარსელონაში“ 2016 წლიდან ასპარეზობს. წლევანდელ სეზონში, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში თურქი ფეხბურთელი არ შევიდა, რის გამოც მას ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ამ ფაქტმა, საბოლოოდ არდას კატალონიურ კარიერას წერტილი დაუსვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები