ინტერვიუს შემდეგ, ქომაგები ებუეს გამოეხმაურნენ -
Aa
Aa

ინტერვიუს შემდეგ, ქომაგები ებუეს გამოეხმაურნენ - "ებუე, შენ არ ხარ მარტო"

ემანუელ ებუეს შესახებ ბრიტანულ პრესაში გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

Mirror-თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები აქვს და ის ცოლმა სახლიდან გამოაგდო.

ებუემ ყოფილ თანაგუნდელებს თხოვნით მიმართა, რომ მას დახმარება გაუწიონ. ფეხბურთელი მზადაა, რომ "არსენალის" რომელიმე ასაკობრივ გუნდს სათავეში ჩაუდგეს.

კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავისი ძველი ტელეფონი, რომელშიც ვენგერის და ყველა თანაგუნდელის მობილურის ნომრები ეწერა დაკარგა და ახლა ის ვერავის უკავშირდება.

დღეს დილიდან, სოციალურ ქსელებში ინგლისიდან და თურქეთიდან ებუეს მხარდასაჭერი უამრავი პოსტი დაიწერა.

მისი ყოფილი გუნდის "გალათასარაის" ქომაგებმა twitter-ზე ჰეშთეგით შემდეგი პოსტი გაავრცელეს: "ებუე, შენ არ ხარ მარტო".

რაც შეეხება "არსენალის" ქომაგებს, ისინი თავიანთ კლუბს მოუწოდებენ, რომ ებუე ბავშვთა გუნდის მწვრთნელად დაასაქმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები