Aa
Aa

"მილანი" საბოლოოდ აიჭრა - "ინტერთან" წაგების შემთხვევაში გატუზოს დაითხოვენ და...

იტალიის თასის 1/4 ფინალში მილანური დერბი გაიმართება, რომელშიც "როსონერის" მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ბედი გადაწყდება.

Football Italia ირწმუნება, რომ თუ "მილანი" თასის გათამაშებას გამოეთიშება, ამას გატუზოს არ აპატიებენ და მას თანამდებობას დაატოვებინებენ.

წყარო ასევე იმასაც წერს, რომ გატუზოს გაშვების შემთხვევაში "როსონერის" ისევ ვინჩენცო მონტელა ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ მონტელა "მილანიდან" 27 ნოემბერს დაითხოვეს.

ჯენარო გატუზოს სკამი მას შემდეგ შეერყა, რაც სერია A-ს მე-18 ტურში "სან სიროზე" "როსონერიმ" "ატალანტასთან" 0-2 წააგო.

ამ წუთისთვის "მილანი" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები