ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "ამის შემდეგ, შეხვედრა ჩვენი სცენარით წარიმართა"

ერნესტო ვალვერდემ თავისი პირველი "ელ კლასიკო" მოიგო. ბასკმა სპეციალისტმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"პირველ ნახევარში მეტოქე მოედნის ცენტრში აგრესიულ პრესინგს მიმართავდა და ჩვენი თამაშის დემონსტრირების საშუალებას არ გვაძლევდა. შესვენებამდე თანაბარი ორთაბრძოლა იყო.

მეორე ტაიმში მატჩი გავაკონტროლეთ და ანგარიში გავხსენით. ამის შემდეგ, შეხვედრა ჩვენი სცენარით წარიმართა. 

ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა. წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რომ არ დავმარცხდეთ და რაც შეიძლება ცოტა ქულა დავკარგოთ".

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსამ" "რეალი" 14 ქულით ჩამოიტოვა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები