ერიკსენი:
Aa
Aa

ერიკსენი: "სასწაულზე მეტია საჭირო, რომ "სიტის" დავეწიოთ"

"ტოტენჰემის" დანიელმა გამთამაშებელმა კრისტიან ერიკსენმა პრემიერლიგაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად სასწაულზე მეტია საჭირო.

"სასწაულზე მეტია საჭირო, რომ "სიტის" დავეწიოთ. ამ ეტაპზე, კონცენტრაციას ჩვენს თამაშზე ვახდენთ, რომ პრემიერლიგაში რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე ვიყოთ. უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესები გავხდეთ. იქედან გამომდინარე, თუ რა შემადგენლობა გვყავს, ჩვენ ეს შეგვიძლია".

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი 52 ქულით სატურინირო ცხრილს ლიდერობს. ხოლო "დეზები" 31 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ და მე-4 ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩებიან. პოჩეტინოს გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები