გვარდიოლა
Aa
Aa

გვარდიოლა "კლასიკოზე": "არ ვფიქრობ, რომ უშუალოდ მოედანზე ასეთ სხვაობას ვიხილავთ"

"მანჩესტერ სიტის" კატალონიელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ დღევანდელ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა და ფავორიტის დასახელებისგან თავი შეიკავა.

"ბოლო დროს "ბარსა" "რეალზე" უკეთესი იყო. დღეს, ქულების თვალსაზრისით მათ შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ უშუალოდ მოედანზე ასეთ სხვაობას ვიხილავთ. ეს კლასიკოა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმაღლესი დონის გუნდზე და სიმართლე გითხრათ ფავორიტს ვერ დაგისახელებთ. რთულია იმის თქმა, თუ ვინ მოიგებს დღევანდელ მატჩში".

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბარსას" 2008-2012 წლებში წვრთნიდა და ამ დროის მონაკვეთში, კატალონიელებმა "ელ კლასიკოებში" დაფიქსირებული შედეგების მხრივ წინ სერიოზულად წაიწიეს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" - "ბარსელონას" მატჩი დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები