Aa
Aa

"ელ კლასიკო" - ერნესტო ვალვერდეს მატჩის წინა პრესკონფერენცია

"ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ, "ელ კლასიკოს" წინ პრესკონფერენცია გამართა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე ისაუბრა.

"ჯერ სეზონის დიდი ნაწლი წინ გვაქვს, თუმცა "ელ კლასიკო" განსაკუთრებული მატჩია. ეს რთული იქნება, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. ხვალინდელ შეხვედრაში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, წინ სეზონის დიდი ნაწილი გველოდება.

მადრიდელთა ერთ-ერთი პლიუსი კონტრშეტევებზე თამაშია. ისინი ამ საქმეში ძალიან ძლიერები არიან.

"ატლეტიკოს" საჩივარი FIFA-ში? ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. "ბარსა" ყოველთვის წესების დაცვით მოქმედებს.

ვინ არის ფავორიტი? ვერ გეტყვით, რომ ფავორიტები ჩვენ ვართ. ორივე გუნდს უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ტერ შტეგენი და ნავასი? მეკარეებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. მათ ხვალინდელ შეხვედრაში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა მოუწევთ.

ინიესტას თამაშის ცქერა მართლაც დიდი სიამოვნებაა. ის განსაკუთრებული და განსხვავებულია. ანდრესი მატჩებს ჩვენზე გაცილებით მშვიდად ხვდება ხოლმე.

რა თქმა უნდა, ხვალ მოგებას შევეცდებით. გვსურს, რომ ჩვენი დაუმარცხებელი სერია გაგრძელდეს".

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები