Aa
Aa

"ელ კლასიკო" - ზინედინ ზიდანის მატჩის წინა პრესკონფერენცია

"ელ კლასიკოს" წინ, მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მინდა გითხრათ, რომ რონალდუ 100%-ით მზადაა და ხვალ "ბარსას" წინააღმდეგ ითამაშებს. მან ძალიან ბევრი ივარჯიშა და ყველაფერი გააკეთა, რომ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მიეღო.

ქომაგები სატურნირო ცხრილს უყურებენ და "ელ კლასიკოს" საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტად მიიჩნევენ, თუმცა ეს ასე არ არის. "ბარსელონასთან" მატჩი რიგით თამაშად უნდა ჩავთვალოთ, რომელშიც მორიგი 3 ქულის მოპოვება შეგვეძლება.

რაც შეეხება ცხრილს და კატალონიელებთან დიდ ჩამორჩენას - ამ გარემოების გათვალისწინებით გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ.

ნამდვილად არ მაინტერესებს რას გეგმავს "ბარსა" საპატიო კორიდორთან დაკავშირებით. "კლასიკოში" გამარჯვება ყოველთვის დიდი სიამოვნებაა.

"ბარსელონა" ძლიერი გუნდია, მაგრამ მჯერა, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია".

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები