ფერნანდო მორიენტესი:
Aa
Aa

ფერნანდო მორიენტესი: "ვალვერდემ გუნდის თამაში შეცვალა და გააუმჯობესა"

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა ფერნანდო მორიენტესმა მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა და ენრესტო ვალვერდეს ფაქტორი აღნიშნა.

ნეიმარის წასვლის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ „ბარსას“ პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა ვალვერდემ გუნდის თამაში შეცვალა და გააუმჯობესა. კატალონიელთა წარმატებებში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

ვალვერდემ რამდენიმე ვარიანტი გამოსცადა და საბოლოოდ გუნდს თავისი ხედვა გააცნო, რის შემდეგაც „ბარსამ“ თამაში ჩინებულად დაიწყო“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილს 42 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 11 ქულით უსწრებს.

შაბათს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ელ კლასიკო“ გაიმართება და მადრიდელებს ჩამორჩენის შესამცირებლად კარგი შანსი ეძლევათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები