ვიტსელით „იუვენტუსიც“ დაინტერესდა
Aa
Aa

ვიტსელით „იუვენტუსიც“ დაინტერესდა

სანქტ პეტერბურგისზენიტისბელგიელმა ნახევარმცველმა აქსელ ვიტცელმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა ტურინისიუვენტუსსმიაშუროს.

იტალიის ჩემპიონებს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ადრეც სურდათ და მას შემდეგ, რაც სამი ხედირა დაშავდა, მის მიმართ ინტერესი განაახლეს. გერმანელი მოთამაშე მუხლის ტრავმის გამო მწყობრიდან თითქმის ორი თვით გამოვიდა, ხოლო Corriere dello Sport -ის მტკიცებით ის ვიტცელმა უნდა შეცვალოს, რომლის მიმართ ინტერესსმილანიციჩენს.

ცნობილია, რომზენიტიბელგიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და ფასის დაწევას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები