Aa
Aa

დრამატული მატჩი ტეხასში - "სან ანტონიომ" ბოლო წამებზე მოიგო

დრამატული მატჩი შედგა ტეხასში, სადაც „სან ანტონიომ“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე დაამარცხა - 93:91.

მასპინძელთა რიგებში გამორჩეული იყო პაუ გასოლი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულ, 17 მოხსნა, რასაც 5 გადაცემაც დაამატა.

22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა „სან ანტონიოს“ კიდევ ერთ ლიდერს ლამარკუს ოლდრიჯს.

„პორტლენდელთა“ მთავარ დამრტყმელ ძალას დამიან ლილარდს მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა - 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა.

საბოლოოდ სტუმართა გუნდურმა კალათბურთმა შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ტერი სტოტსის გუნდმა სეზონში მე-15 მარცხი იწვნია.

„პორტლენდელები“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციას იკავებენ, ხოლო „სან ანტონიო“ 22 მოგებითა და 10 მარცხით მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები