ტერი გვარდიოლას
Aa
Aa

ტერი გვარდიოლას "სიტიზე": "ჩვენ მათ დამარცხებას შევძლებდით"

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ, The Sun-თან საუბრისას გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „არისტოკრატთა“ 2004-2006 წლების გუნდი მათ დამარცხებას შეძლებდა.

„გეტყვით, რომ 2004/2006 წლების „ჩელსი“ დღევანდელ „მანჩესტერ სიტის“ სერიზულ ბრძოლას გაუმართავდა. ჩვენ მათ დამარცხებას შევძლებდით.

ბრწყინვალე გუნდი გვყავდა. მცველებს შეტევაში წასვლა თავისუფლად შეეძლოთ, რადგან კონტრშეტევის შემთხვევაში მათ მაკელელე დააზღვევდა. შეტევაში დიდიე დროგბას ბურთის დაჭერა შეეძლო, რომელსაც ლამპარდს აწვდიდა და ისიც შეტევას მეტ სიმწვავეს სძენდა“.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჯონ ტერი “ჩელსის“ ღირსებას 1998-2017 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე 691 მატჩში 65 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა.

ტერიმ ლონდონელთა რიგებში პრემიერლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო, ხოლო 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები